"ყოველდღე წადით სამსახურში და გააკეთეთ თქვენი საქმე. თქვენ ყველანი გმირები ხართ" - დენის შმიგალი უკრაინელებს მიმართავს - კვირის პალიტრა

"ყოველდღე წადით სამსახურში და გააკეთეთ თქვენი საქმე. თქვენ ყველანი გმირები ხართ" - დენის შმიგალი უკრაინელებს მიმართავს

ყველა უკრაინელმა უნდა აღადგინოს თავისი ცხოვრება საომარი მდგომარეობის პირობებში , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"დღეს ყველა უკრაინელმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა - როგორ შემიძლია გამოვადგე არმიას, ქვეყანას, სახელმწიფოს? და გააცნობიეროს, რომ ომი მხოლოდ ფრონტი არ არის. ომი ასევე არის ზურგი, რომელიც უნდა იყოს საიმედო და სტაბილური. ომის დროს რთულია ყოველდღიური საქმის კეთება, გინდა შეიტანო შენი პირადი წვლილი გამარჯვებაში აქ და ახლა, მაგრამ ყველა თავის ადგილზე უნდა იყოს. ესეც გმირობაა.

მუდმივი საჰაერო თავდასხმის გაფრთხილების, ნათესავებზე წუხილის, სტრესის პირობებში, ყოველდღე წადით სამსახურში და გააკეთეთ თქვენი საქმე. თქვენ ყველანი გმირები ხართ, რადგან ომის დროს თქვენს სახელმწიფოში მუშაობთ", - თქვა შმიგალმა.

"ინტერპრესნიუსი"