მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი დააკავეს - კვირის პალიტრა

მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი დააკავეს

მთავრობის კანცელარიასთან სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა "სირცხვილია“ Facebook-ში ავრცელებს.

როგორ დიღმელაშვილი დაკავებამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, მას მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ერთკაციანი აქცია ჰქონდა და შენობას კვერცხები ესროლა.

შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, რომ პროტესტის აღნიშნული ფორმით გუშინ, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე სამოქალაქო აქტივისტების დაკავება გააპროტესტა.

"ინტერპრესნიუსი"