დავით არახამიამ ახსნა თუ რატომ ატარებს კეპს მოლაპარაკებებზე
რუსეთთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის წევრმა დავით არახამიამ, რომელიც უზენაეს რადაში „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელია განაცხადა რომ მოლაპარაკებისთვის ბეისბოლის ქუდი დიხურა და მის ტარებას გააგრძელებს.
მშვიდობის დროს, როგორც წესი, კეპს არ ვტარებ. მაგრამ რადგან ხელის ჩამორთმევა და გარკვეული პროტოკოლის დაცვა გვიწევს, გადავწყვიტე ბეისბოლის ქუდი გამომეყენებინა ამ ქვეყნისადმი რეალური დამოკიდებულების გამოსახატავად. და მე არ შევწყვეტ მის გამოყენებას, სანამ არ მივაღწევთ მშვიდობას უკრაინის ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა არახამიამ Fox News-ის ეთერში.