პოლონეთი მზადაა, MIG-29 ტიპის ყველა მოიერიშე თვითმფრინავი აშშ-ს განკარგულებაში გადასცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ მზადაა, დაუყოვნებლივ და უფასოდ განათავსოს თავისი MiG-29 ტიპის ყველა მოიერიშე თვითმფრინავი გერმანიაში მდებარე, აშშ-ის საჰაერო ძალების, რამშტეინის ბაზაზე და ვაშინგტონს განკარგულებაში გადასცეს, რათა მიაწოდონ უკრაინას. ამის შესახებ CNN-ი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
"ამავდროულად, პოლონეთი სთხოვს შეერთებულ შტატებს, მიაწოდოს გამოყენებული თვითმფრინავები შესაბამისი ოპერატიული შესაძლებლობებით. პოლონეთი მზადაა, დაუყოვნებლივ დაადგინოს თვითმფრინავების შესყიდვის პირობები“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში პოლონეთის მთავრობამ მოუწოდა "ნატოს სხვა მოკავშირეებს, MIG-29 თვითმფრინავების მფლობელებს, იმოქმედონ იმავე გზით".
"ინტერპრესნიუსი"