"ჩვენი ამოცანაა, გადავრჩეთ მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში - შემდეგ პუტინი იძულებული გახდება მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს"
"მას შემდეგ, რაც აშშ რუსულ ნავთობსა და გაზს მიატოვებს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდება მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს", - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩეველი ვადიმ დენისენკო აცხადებს.
დენისენკო მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება მოხდეს უახლოეს 10 დღეში.
„რუსეთის ფედერაციამ ვერ გაიგო, რამდენად შორს წავიდა პუტინი თავის ავანტიურაში. და მათ სჭირდებათ მაინც რაიმე სახის გამარჯვება, სანამ პროდუქტულ მოლაპარაკებებს აიძულებენ. ჩვენი ამოცანაა, გადავრჩეთ მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში. შემდეგ, დიდი ალბათობით, პუტინი იძულებული გახდება მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.“- აცხადებს დენისენკო.
"ინტერპრესნიუსი"