მსოფლიოს 37 ქვეყანა შეთანხმდა, რომ რუსმა და ბელარუსმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ - კვირის პალიტრა

მსოფლიოს 37 ქვეყანა შეთანხმდა, რომ რუსმა და ბელარუსმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ

მსოფლიოს 37 ქვეყანა შეთანხმდა, რომ რუსმა და ბელარუსმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პრეს ოფისმა გაავრცელა. შეთანხმებას ხელს სწორედ 37 ქვეყნის სპორტის მინისტრი ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი აწერს. დოკუმენტის თანახმად, 37 ქვეყანა მხარს უჭერს საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების პოზიციას, რომ რუსეთს და ბელარუსს უნდა აეკრძალოს მასპინძლობა, ჯილდოს მიღება ან მონაწილეობა ნებისმიერ სპორტულ ღონისძიებაში.

რუსეთისა და ბელარუსის მიერ შერჩეულ ცალკეულ სპორტსმენებს, ადმინისტრატორებსა და გუნდებს, რომლებიც წარმოადგენენ რუსეთის ან ბელარუსის სახელმწიფოს, უნდა აეკრძალოთ შეჯიბრება სხვა ქვეყნებში, მათ შორის იმ ორგანოების, ქალაქების ან ბრენდების წარმომადგენლებს, რომლებიც ეფექტურად წარმოადგენენ რუსეთს ან ბელარუსს, როგორიცაა ძირითადი საფეხბურთო კლუბი.

შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული, რათა შეიზღუდოს სპონსორობა და სხვა ფინანსური მხარდაჭერა სუბიექტების მხრიდან, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ან ბელარუსის სახელმწიფოებთან.

დოკუმენტის ხელმომწერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო. ხელმომწერთა შორის არ არის საქართველო.

ინტერპრესნიუსი