(VIDEO) "ესებუას ვეძებთ და როდესაც დავიჭერთ, აუცილებლად მოგახსენებთ" - კვირის პალიტრა

(VIDEO) "ესებუას ვეძებთ და როდესაც დავიჭერთ, აუცილებლად მოგახსენებთ"

"ესებუას ვეძებთ", - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვას, რა ეტაპზეა „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძებნის პროცესი.

მისი თქმით, როდესაც ესებუას დაიჭერენ, ამის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებენ.

„ესებუას ვეძებთ და როდესაც დავიჭერთ, აუცილებლად მოგახსენებთ“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა ბადრი ესებუამ გასული წლის 25 ოქტომბერს განახორციელა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"