პუტინის "უკანონო შვილი" სოციალური ქსელიდან გაქრა - პუტინმა ოჯახის წევრები ციმბირის "მიწისქვეშა ქალაქში", მდიდრულ ბუნკერში გადამალა?
გამოცემა dailymail პუტინის უკანონო შვილზე წერს. ითვლება, რომ ლუიზა როზოვა პუტინისა და სვეტლანა კრივონოგიხის საერთო შვილია. 18 წლის გოგონამ ინსტაგრამზე პოსტების გამოქვეყნება 5 თვის წინ შეწყვიტა, მაგრამ მისი ექაუნთი მთლიანად წაიშალა მას შემდეგ, რაც ტროლებისგან უამრავ შეტყობინება მიიღო. "ბუნკერში ზიხარ, როგორც ვირთხა?" - წერდნენ გოგონას. შეტევის მთავარი მიზეზი კი რუსეთის უკრაინაში შეჭრა და ომის წამოწყებაა.
მის მიმართ უამრავი შეურაცხმყოფელი ფრაზა იწერებოდა, უწერდნენ კომენტარებში უკრაინის დროშის შესაბამის ემოციებს, ფრაზებს. ახლა მან თავისი Instagram-ექაუნთი წაშალა.
ლუიზა მულტიმილიონერის, 45 წლის სვეტლანა კრივონოგიხის ქალიშვილია, რომელიც ახლა მთავარი რუსული ბანკის მეწილე და ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალია. როზოვამ, რომელსაც 84 000 მიმდევარი ჰყავდა, საჯარო პოსტების გამოქვეყნება ხუთი თვის წინ შეწყვიტა, რამაც ეჭვი გააჩინა, რომ პუტინი მის გაჩუმებას ცდილობდა - თუმცა, მისი ანგარიში სოციალურ სივრცეში მაინც ჩანდა. ახლა რუსულად წერია: "მომხმარებელი ვერ მოიძებნა."
ამბობენ, რომ პუტინმა თავისი ოჯახის წევრები ციმბირის "მიწისქვეშა ქალაქში" მდიდრულ ბუნკერში გადამალა, რომელიც ბირთვული ომის შემთხვევაში, თავდასაცავადაა შექმნილი.
როზოვას სოციალურ ქსელში მკვლელის, ფსიქოპათის შვილს უწოდებდნენ. ეუბნებოდნენ, რომ მთელი ქვეყანა ამ დიქტატორის წინააღმდეგ უნდა გამოსულიყო. სხვათა შორის, პუტინი მას ოფიციალურად შვილად არ აღიარებს."ბევრ უკრაინელს დაავიწყდა, რა არის ძილი და მით უმეტეს, საწოლში. გააგრძელეთ კითხვა