"რუსეთის საქმეს რომ მოამთავრებს, ვოლოდიმირი მიშასაც გაათავისუფლებს"
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"რუსეთის საქმეს რომ მოამთავრებს, ვოლოდიმირი მიშასაც გაათავისუფლებს. აბა ჩვენ “ადგილი” ვერ გვყოფნის. თუმცა ერთიცაა - მიშა რუსთა ყაენის ნებითა და ხიშტებითაა დატყვევებული. მისი აქაური ყარაულიც რუსთა ყაენის ნუქერებია. ასე რომ, მარტო ადგილობრივი ძალებით ამის შეცვლა, ვაი რომ არაა ადვილი. მაგრამ მოდის უკრაინა!"
