"მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს, ნუ ჩაასხავთ საწვავს "ლუკოილში", ამით უკრაინისა და საქართველოს ოკუპანტებს ბავშვების მკვლელობაში ვახალისებთ" - კვირის პალიტრა

"მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს, ნუ ჩაასხავთ საწვავს "ლუკოილში", ამით უკრაინისა და საქართველოს ოკუპანტებს ბავშვების მკვლელობაში ვახალისებთ"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავი არ ჩაასხან.

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ჩვენ ამ გზით უკრაინისა და საქართველოს „ოკუპანტებს ბავშვების მკვლელობაში ვახალისებთ“.

„მოვუწოდებ ყველა ჩვენს თანამემამულეს, ნუ ჩაასხავთ საწვავს "ლუკოილში". ჩვენ ამით უკრაინისა და საქართველოს ოკუპანტებს ბავშვების მკვლელობაში ვახალისებთ. "ლუკოილში" შეუძლია ჩაასხას "ალტ-ინფოს" და ივანიშვილის ხელის ბიჭებს. ნამდვილი ქართველი, არ შეიძლება, რაიმე ფორმით ოკუპანტის მანქანის ნაწილი იყოს“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"