"მტრის ტანკები, ჯავშანმანქანები ახლა ჩვენს თავდაცვაზე იმუშავებს, მტერს მისივე იარაღით შევებრძოლებით" - კვირის პალიტრა

"მტრის ტანკები, ჯავშანმანქანები ახლა ჩვენს თავდაცვაზე იმუშავებს, მტერს მისივე იარაღით შევებრძოლებით"

უკრაინის პრეზიდენტის - ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის სამხედრო მოსამსახურეებმა ტექნიკის არსენალი ბრძოლის შედეგად მოპოვებული ნადავლით შეავსეს.

პრეზიდენტის თქმით, მტრის ტანკები, ჯავშანმანქანები, საბრძოლო მასალები, რომლებიც მეომრებმა საბრძოლო მოქმედებებისას მოიპოვეს, უკრაინის დასაცავად იქნება გამოყენებული.

„მტრის ტანკები, ჯავშანმანქანები, საბრძოლო მასალა ახლა იმუშავებს ჩვენს თავდაცვაზე, ჩვენი სიცოცხლის, ჩვენი ქვეყნის დასაცავად. რა შეიძლება იყოს უფრო დამამცირებელი ოკუპანტისთვის?“- განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მტერს მისივე იარაღით შეებრძოლებიან.

„მტერს მისივე იარაღით შევებრძოლებით, ჩვენს იარაღთან ერთად, რომელიც რუსულმა ჯარმა არც თუ ისე ცუდად შეიგრძნო. შეიგრძნო ისე, რომ სულ უფრო მეტი ჯარისკაცი და მეთაური უსვამს საკუთარ თავს ძალიან მარტივ კითხვას, რისთვის გაგზავნეს ისინი ამ უცხო მიწაზე, ამ ომში ? ჩვენ არ გვაქვს ამაზე პასუხი, გარდა ერთი სიტყვისა - სიკვდილი,“- განაცხადა ზელენსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"