"განქორწინების პირას მისული ოჯახი" - რა არის ცნობილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირად ცხოვრებაზე?
დღეს დაიბადა დიმიტრი კულება! ურა! მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უკრაინას გაუმართლა მასში! დიმიტრი არის თავისი იდეალებისა და ღირებულებების ერთგული პროფესიონალი, სიახლეების წყურვილით და ძიებით გამორჩეული ადამიანი, ასევე, ნიჭიერი მზარეული (ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება). სურვილი! გაიმარჯვე! და არასოდეს შეწყვიტო სასწაულების ხილვა! - ერთი წლის წინ წერდა კულებას ცოლი და პოსტზე ქმართან გდაღებულ ფოტოს აზარებდა.
დიმიტრი კულებას ცხოვრების გზა დაიწყო 1981 წლის 19 აპრილს ქალაქ სუმში. ბიჭი დაიბადა გამოჩენილი დიპლომატის ოჯახში. მისი მამა ივანე კულება 2003 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, სხვადასხვა დროს წარმოადგენდა უკრაინის ინტერესებს ყაზახეთში, ჩეხეთსა და ეგვიპტეში. 2019 წლიდან ის სომხეთში უკრაინის საელჩოს ხელმძღვანელობდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ ამბიციურმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა მამის კვალდაკვალ გაჰყოლოდა და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში ჩააბარა. მას შემდეგ, რაც დიმიტრიმ საერთაშორისო იურისტის დიპლომი აიღო, მის ბიოგრაფიაში დაიწყო ასპირანტურა, ხოლო 2005 წელს მან წარმატებით დაიცვა დისერტაცია, გახდა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი
კარიერა და პოლიტიკა
სამაგისტრო სკოლის პარალელურად, დიმიტრიმ დაიწყო კარიერის განვითარება და მიიღო თანამდებობა საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ განყოფილებაში. შემდეგ კი მეორე მდივნად დანიშვნის შემდეგ, საერთაშორისო იურისტი ვენაში გაემგზავრა, სადაც 4 წლის განმავლობაში წარმოადგენდა უკრაინას. 2010 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს სამდივნოში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.
ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ, დიმიტრი, მინისტრ პავლო კლიმკინის დაჟინებული მოთხოვნით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა. აქ ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილმა საერთაშორისო სპეციალისტმა დაიკავა სპეციალური სტრატეგიული დავალებების ელჩის თანამდებობა და გადაჭრა კომუნიკაციის სფეროში არსებული საკითხები, რომლის მუშაობაც მას შემდეგ უნდა ჩამოყალიბებულიყო, რაც მისმა წინამორბედებმა გააფუჭეს.
პირდი ცხოვრება
ბოლო პერიოდში ხმა გავრცელდა უკრაინის საგარეო საქმეთა მნისტრის დიმიტრი კულებას საყვარელი ქალის სახელი, რის გამოც ის ცოლს შორდება. ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ნფორმაცია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი კულებას ქორწინება დასასრულს უახლოვდება.
შემდეგ პოლიტიკოსთან დაახლოებულმა წყარომ თქვა, რომ მისი მეუღლე ევგენია კულება განქორწინებას აპირებს. მიზეზად მინისტრის სასიყვარულო ურთიერთობა სახელდება. ცნობილია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრს ახალი რჩეულის ვინაობაც.
როგორც ამბობენ, მინისტრის გატაცება სვეტლანა პაველეცკაიაა. იგი მედია წრეებში ცნობილია, როგორც „კნიგოლავის“ წიგნის გამომცემლობის თანამფლობელი და შემეცნებითი მოდელირების ინსტიტუტის დირექტორი. წარსულში ის ტელეკომპანია 1+1-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს ხელმძღვანელობდა. იხილეთ სრულად