"ნუ ვი­სა­უბ­რებთ მათ­ზე, ვინც ეს ომი გა­ა­ჩა­ღა - უფალ­მა გან­სა­ჯოს ისი­ნი, მათ ღმერ­თი დას­ჯის" - რას ამბობს რუსეთის პატრიარქი? - კვირის პალიტრა

"ნუ ვი­სა­უბ­რებთ მათ­ზე, ვინც ეს ომი გა­ა­ჩა­ღა - უფალ­მა გან­სა­ჯოს ისი­ნი, მათ ღმერ­თი დას­ჯის" - რას ამბობს რუსეთის პატრიარქი?

მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქი კი­რი­ლი მორ­წმუ­ნე­ებს მო­უ­წო­დებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ტემ­პე­რა­ტუ­რა და­წი­ონ უკ­რა­ი­ნა­სა და მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია სხვაგ­ვა­რად მო­ვიქ­ცეთ, გარ­და იმი­სა, რომ მშვი­დო­ბის­თვის ვი­ლო­ცოთ. ასე­ვე ვე­ცა­დოთ, დავ­წი­ოთ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის, ემო­ცი­ის ტემ­პე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც ხში­რად სცდე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კუ­სი­ე­ბის წე­სებს. ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ და­ვიმ­შვი­დოთ გუ­ლე­ბი, რათა კა­ცობ­რი­ო­ბის მტერ­მა ვერ შეძ­ლოს ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი ერ­თო­ბის დან­გრე­ვა“ , - გან­ცხა­და რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქმა.

მი­სი­ვე თქმით, სწო­რედ სუ­ლი­ე­რი ერ­თო­ბის ირ­გვლივ ჩა­მო­ყა­ლიბ­და „რუ­სე­ბი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის - ერთი ერის რე­ლი­გი­უ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა“.

"გაჩ­ნდა ახალ­მო­დუ­რი სი­ტყვა "ფე­ი­კი", რო­გორც სიც­რუ­ის სი­ნო­ნი­მი. ეს არა­ვი­თა­რი ფე­ი­კი არ არის, არა­ვი­თა­რი ფო­კუ­სე­ბი, არა­მედ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ეშ­მა­კი­სე­უ­ლი სიც­რუ­ეა და სწო­რე­დაც რომ სიც­რუე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა დღეს, რათა გაღ­რმავ­დეს უფსკრუ­ლი ორ მოძ­მე ერს შო­რის, რათა ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის მტრე­ბად იქ­ცნენ. ჩვენ ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბით უნდა ვი­ყოთ ამ ყვე­ლაფ­რი­სად­მი, რაც ით­ქმე­ბა, მათ შო­რის სამ­წუ­ხა­რო კონ­ფლიქტზე, რო­მე­ლიც დონ­ბა­სის მი­წა­ზე წარ­მო­იქ­მნა“, - აღ­ნიშ­ნა პატ­რი­არ­ქმა კი­რილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის კონ­ფლიქ­ტის გამ­ჩა­ღე­ბელს ღმერ­თი დას­ჯის.

"ნუ ვი­სა­უბ­რებთ მათ­ზე, ვინც ეს ომი გა­ა­ჩა­ღა - უფალ­მა გან­სა­ჯოს ისი­ნი, მათ ღმერ­თი დას­ჯის. დღეს სა­ჭი­როა სა­უ­ბა­რი სა­კუ­თარ თავ­ზე და ყვე­ლას მო­გი­წო­დებთ, პირ­ველ რიგ­ში, ლოც­ვა გა­ვაძ­ლი­ე­როთ იმის­თვის, რომ შე­წყდეს ყო­ველ­გვა­რი სა­ო­მა­რი კონფრონ­ტა­ცია რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის, რათა ჩვენ­მა ხალ­ხმა კვლავ შეძ­ლოს გა­აც­ნო­ბი­ე­როს თა­ვი­სი სა­ერ­თო სუ­ლი­ე­რი ფეს­ვე­ბის არ­სე­ბო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქმა.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის სუ­ლი­ერ ეკ­ლე­სი­ას წარ­მო­ად­გენს „სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვე­ნი გა­ნუ­ყო­ფე­ლი ეკ­ლე­სია“.

"ინტერპრესნიუსი"