"აცრაზე შემცირებული მიმართვიანობა რისკის ქვეშ აყენებს ეროვნული გეგმის სამიზნე მაჩვენებელს, რაც ივლისისთვის მოზრდილი მოსახლეობის 70%-ის აცრას ითვალისწინებს"
აცრაზე შემცირებული მიმართვიანობა რისკის ქვეშ აყენებს 2022 წლის ეროვნული გეგმის სამიზნე მაჩვენებელს, რაც ივლისისთვის მოზრდილი მოსახლეობის 70%-ის აცრას ითვალისწინებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ იმუნიზაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა.
როგორც გამყრელიძე განმარტავს, ამ დროისთვის მოზრდილი მოსახლეობის 43.5% არის სრულად ვაქცინირებული.
„სამწუხაროდ, აცრის ყოველდღიური რაოდენობა კლებულობს. იანვარში ეს მაჩვენებელი 7311 გვქონდა, დეკემბერში 10 519, თებერვალში შემცირდა 3365-მდე. მარტში, სამწუხაროდ ყოველდღიური აცრის საშუალო რაოდენობა ათასს ჩამოსცდა. აცრების რაოდენობა სამუშაო დღეებშიც 1000-ზე ოდნავ მეტია.ზოგადად, აცრაზე მიმართვიანობა შემცირებულია. ეს რისკის ქვეშ აყენებს სამიზნე მაჩვენებელს, რაც გვაქვს, კერძოდ, ივლისისთვის მოზრდილი მოსახლეობის 70%-ის აცრა. დღეს ჩვენ მოზრდილი მოსახლეობის 43.5% გვყავს აცრილი, ერთი დოზით კი 47.1%. „ბუსტერი“ 8% -ს მიუახლოვდა, რაც არ არის კარგი“,- აღნიშნავს გამყრელიძე.
ინტერპრესნიუსი