"სურსათის არც მარაგების კუთხით და არც მომარაგების პროცესში შეფერხება არ არის" - კვირის პალიტრა

"სურსათის არც მარაგების კუთხით და არც მომარაგების პროცესში შეფერხება არ არის"

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, სურსათის არც მარაგების კუთხით და არც მომარაგების პროცესში შეფერხება არ არის.

როგორც შამუგია აღნიშნავს, სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია მიმწოდებლებთან და იმპორტიორებთან პროცესების ეფექტიანი მართვისთვის.

„არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, საზოგადოების ინტერესი სურსათით მომარაგების მიმართულებით. ჩვენ სწორედ ამ პროცესების კოორდინირებულად მართვისთვის შევხვდით იმპორტიორებს და სურსათის ძირითად მიმწოდებლებს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ, რომლის კომენტარსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ინტერპრესნიუსი