"დაღმავალ ფერდზე მივდივართ - ეპიდვითარება ნელი ტემპით უმჯობესდება" - კვირის პალიტრა

"დაღმავალ ფერდზე მივდივართ - ეპიდვითარება ნელი ტემპით უმჯობესდება"

დაღმავალ ფერდზე მივდივართ - ეპიდვითარება ნელი ტემპით უმჯობესდება,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, უმჯობესდება ყველაზე უფრო მძიმე ინდიკატორი, სიკვდილიანობა.

„ომიკრონის“ ტალღის პიკმა გადაიარა, ახალი შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებელი, თებერვლის მეორე ნახევრიდან მცირდება, მარტში უფრო შესამჩნევია. ჩვენ მივდივართ დაღმავალ ფერდზე. ჯერ ზღურბლოვან მაჩვენებელს არ ჩამოსცდა ისეთი ინდიკატორი, როგორიც არის დადებითობის მაჩვენებელი. ბოლო 7-14 დღის დადებითობის მაჩვენებელი მაინც 10%-ზე მეტია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა ეს მაჩვენებელი 10%-ზე დაბლა იყოს, რადგან შედარებით მშვიდად ვიყოთ, რომ ეპიდვითარება უმჯობესდება.

ეპიდვითარება ნელი ტემპით უმჯობესდება. ალბათ, მარტის განმავლობაში ეს გაუმჯობესების ტენდენცია გაგრძელდება, ასევე უმჯობესდება ყველაზე უფრო მძიმე ინდიკატორი, სიკვდილიანობა. აქტიური შემთხვევების რაოდენობაც რადიკალურად შემცირდა. 42 560 აქტიური შემთხვევა გვაქვს“,- აღნიშნავს გამყრელიძე.