ვილნიუსში ქუჩას, რომელზეც რუსეთის საელჩო მდებარეობს, სახელი გადაარქვეს და „უკრაინელი გმირების“ სახელი უწოდეს - კვირის პალიტრა

ვილნიუსში ქუჩას, რომელზეც რუსეთის საელჩო მდებარეობს, სახელი გადაარქვეს და „უკრაინელი გმირების“ სახელი უწოდეს

ვუყურებ ამ ჯარისკაცებს და ვერ ვხედავ მოტივაციას, რისთვის უნდა იბრძოლონ, პუტინისთვის ? ვინ არის პუტინი მათთვის? - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.

მისი თქმით, უდავოა, რომ უკრაინაში შეიჭრა აგრესორი ჯარი და მისი მებრძოლები არიან აგრესორი ჯარისკაცები.

„ვუყურებ ამ ჯარისკაცებს და ვერ ვხედავ მოტივაციას, რისთვის უნდა იბრძოლონ, პუტინისთვის ? ვინ არის პუტინის მათთვის? უდავოდ, ეს არის აგრესორის ჯარი, ისინი არიან აგრესორის ჯარისკაცები,“- განაცხადა ნაუსედამ.

ამავდროულად ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში იმ ქუჩას, სადაც რუსეთის საელჩო მდებარეობს, სახელი გადაერქვა და მას „უკრაინელი გმირების“ სახელი ეწოდა.

„დღეიდან რუსეთის საელჩოში დასაქმებულთა სავიზიტო ბარათებს დაამშვენებს წარწერა, რომელიც პატივს მიაგებს უკრაინის ბრძოლას და ყველას მოუწევს რუსული რეჟიმის მიერ მშვიდობიანი უკრაინული ერის წინააღმდეგ ჩადენილ სიმხეცეზე ფიქრი, როდესაც ამ ქუჩის დასახელებას დაწერენ“, - განაცხადა ვილნიუსის მერმა რემიგიუს სიმასიუსმა.

ცნობისთვის, ლატვიის დედაქალაქ რიგაში იმ ქუჩას, რომელზეც რუსეთის საელჩო მდებარეობს, სახელი ჯერ კიდევ გასულ კვირას გადაერქვა და „დამოუკიდებელი უკრაინის“ სახელი დაერქვა.

ინტერპრესნიუსი