"ნატო-ს პრინციპებისადმი აშშ-ს ერთგულება არის "რკინით დაცული" - რას აცხადებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი? - კვირის პალიტრა

"ნატო-ს პრინციპებისადმი აშშ-ს ერთგულება არის "რკინით დაცული" - რას აცხადებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი?

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი პოლონეთში, ქვეყნის პრეზიდენტ ანჯეი დუდას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჰარისმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა, დაიცვას ნატო-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი და მათი ვალდებულება მე-5 მუხლის მიმართ, არის „რკინით დაცული". მისი თქმით, ეს არის პრინციპი, ნატო-ს ერთ წევრზე თავდასხმა, გულისხმობს ყველა წევრზე თავდასხმას.

ამასთან, როგორც BBC იუწყება, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ განიცდის იმას, რაც უკრაინაში ხდება. მისი თქმით, ეს არის მორალური შეურაცხყოფა მათ მიმართ და სწორედ ამან აიძულა აშშ, რომ დახმარება გაეწია მათთვის როგორც ჰუმანიტარული, ასევე თავდაცვის მიმართულებით.

"ინტერპრესნიუსი"