ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, აღიაროს მათი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი - კვირის პალიტრა

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, აღიაროს მათი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, აღიაროს ორივე დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

"სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია ერთობლივ „კომუნიკეში“, რომელიც ე.წ. მინისტრების სოხუმში შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

"აფხაზურმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა განაცხადეს თავიანთი მტკიცე განზრახვა, მიაღწიონ იურიდიული შეთანხმების ხელმოწერას საქართველოს რესპუბლიკის მიერ ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო გარანტიების შესახებ, საქართველოს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის, ასევე საქართველოს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის“, - ნათქვამია დოკუმენტში.

არძინბამ და მედოევმა განიხილეს "ქვეყნებს შორის“ თანამშრომლობის შესახებ აქტუალური საკითხები. დაადასტურეს ურთიერთქმედებათა გამყარებისკენ სწრაფვა "რესპუბლიკებს“ შორის იმ სფეროებისადმი, რომელთა მიმართ ორივე დეფაქტო რესპუბლიკას გააჩნია მისწრაფება.

მხარეებმა დაადასტურეს სწრაფვა დე ფაქტო რესპუბლიკების ფართომასშტაბიანი აღიარების მიღწევის თაობაზე.