ესტონეთი აღარ გასცემს ტურისტულ ვიზებს რუსეთის მოქალაქეებზე
ესტონეთი აღარ გასცემს ტურისტულ ვიზებს რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც ქვეყანაში შესვლას უკრაინაში მიმდინარე ომის პერიოდში აპირებენ. ინფორმაციას CNN-ი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ესტონეთი აღარ გასცემს ახალ C და D კატეგორიის (ტურისტულ) ვიზებს რუსეთის მოქალაქეებზე. აღნიშნული აკრძალვა მანამ გაგრძელდება, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს გააგრძელებს. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ შემაკავებელი ზომები ამ რეგიონში იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე აქამდე, რადგან ევროპაში არსებული სიტუაცია შეიცვალა“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
როგორც მან აღნიშნა, გამონაკლისი შეეხება მხოლოდ ჰუმანიტარული, სამედიცინო ან ოჯახური გარემოებებიდან გამოწვეულ ვიზიტებს.
"ინტერპრესნიუსი"