"რუსეთი ასეთ საცოდავ და დამცირებულ მდგომარეობაში დიდხანს ვერ იარსებებს" - კვირის პალიტრა

"რუსეთი ასეთ საცოდავ და დამცირებულ მდგომარეობაში დიდხანს ვერ იარსებებს"

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინის განცხადებით, არ ეპარება ეჭვი, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მაინც შემოიღებდნენ.

"ეჭვი არ მეპარება, რომ სანქციებს მაინც შემოიღებდნენ, ასე თუ ისე. როგორც ეს მრავალი, წლების განმავლობაში იყო შემოღებული“, - განაცხადა პუტინმა მთავრობის წევრებთან თათბირის დროს.

მისი თქმით, სანქციები ყოველთვის იყო.

"დიახ, რა თქმა უნდა, ამას ახლა აქვს კომპლექსური ხასიათი და წარმოქმნის ჩვენთვის გარკვეულ კითხვებს, პრობლემებს, სიძნელეებს, მაგრამ ჩვენ ისე, როგორც წინა წლებში, ვლახავდით ამ სიძნელეებს, ახლაც გადავლახავთ. საჭიროა ამ პერიოდის გავლა. ეკონომიკა, რა თქმა უნდა, ადაპტირდება ახალ სიტუაციასთან“ , - განაცხადა პუტინმა.

მანვე დასძინა, რომ რუსეთი განაგრძობს იმპორტის ჩანაცვლებას ყველა მიმართულებით.

"ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერი მიგვიყვანს ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ამაღლებისკენ. მე და თქვენ კარგად ვიცით, რომ ბევრი ქვეყანა უკვე მიეჩვია ქედის მოხრით ცხოვრებას. რუსეთი ასეთ საცოდავ და დამცირებულ მდგომარეობაში დიდხანს ვერ იარსებებს. ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო. ეს ახლა მოხდა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი წამყვანი კამპანიების დამსახურებით ამ სირთულეებს გადავლახავთ“, - განაცხადა პუტინმა.

ის დარწმუნებულია, რომ ეკონომიკაში დასახული მიზნების მიღწევას შეძლებენ.

"მხედველობაში მაქვს ეკონომიკური სუვერენიტეტის ამაღლება“ , - განაცხადა კრემლის ლიდერმა.

"ინტერპრესნიუსი"