ალექსეი რეზნიკოვი:"ყველა რუს ჯარისკაცს ვურჩევ, გაჰყვეს რუსულ გემს, სანამ გვიან არ არის" - კვირის პალიტრა

ალექსეი რეზნიკოვი:"ყველა რუს ჯარისკაცს ვურჩევ, გაჰყვეს რუსულ გემს, სანამ გვიან არ არის"

ყველა რუს ჯარისკაცს ვურჩევ, გაჰყვეს რუსულ გემს, სანამ გვიანი არ არის, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა "ტვიტერის" გვერდზე დაწერა.

რეზნიკოვის თქმით, უკრაინის ყველა ლიდერი სამუშაო პოზიციაზეა.

"საღამო მშვიდობისა. ჩვენ უკრაინიდან ვართ. პრეზიდენტი, ქვეყნის ხელმძღვანელობა, მთავრობის წევრები, ყველა თავის ადგილზე მუშაობს. ჩვენ ვიცით, რამდენად სამწუხაროა ეს რუსეთისთვის. ყველა რუს ჯარისკაცს ვურჩევ, გაჰყვეს რუსულ გემს, სანამ გვიან არ არის. სხვათაშორის, უკრაინა რუსეთის კაპიტულაციას გაგებით მოეკიდება", - წერს რეზნიკოვი.

"ინტერპრესნიუსი"