უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფი პროცედურა არ იქნება - რას აცხადებს გერმანიის კანცლერი? - კვირის პალიტრა

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფი პროცედურა არ იქნება - რას აცხადებს გერმანიის კანცლერი?

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უარს ამბობს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფ პროცედურაზე, - ამის შესახებ შოლცმა ვერსალის სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რასაც CNN ავრცელებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გავაგრძელოთ იმის განხორციელება, რაც წარსულში ნამდვილად გადავწყვიტეთ. ეს არის კურსი, რომელსაც უნდა მივყვეთ", - განაცხადა შოლცმა.

მათივე ინფორმაციით, გერმანიის ლიდერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის 27 ქვეყნის პირობებში, უკვე რთულია ევროკავშირში ერთსულოვანი გადაწყვეტილებების მიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, საგარეო, ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკა.

მისი თქმით, ევროპამ უნდა განაგრძოს პერსპექტივაში განვითარება, ,,როცა საქმე ეხება გადაწყვეტილებების მიღებას".

"ინტერპრესნიუსი"