"ცოტა ქვეყანას ესმის რუსეთის აგრესიის პოტენციური შედეგები ისე, როგორც საქართველოს" - კვირის პალიტრა

"ცოტა ქვეყანას ესმის რუსეთის აგრესიის პოტენციური შედეგები ისე, როგორც საქართველოს"

როდესაც საქმე ეხება საქართველოს, ვიტყვი, რომ ცოტა ქვეყანას ესმის რუსეთის აგრესიის პოტენციური შედეგები ისე, როგორც საქართველოს. ქვეყანას, სადაც 2008 წელს რუსული ძალები შეიჭრა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.

მისი თქმით, ბევრ ქართველს ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვთ 2008 წლის მწარე მოგონებები.

„მე მხოლოდ წარმომიდგენია, რომ ბევრი ქართველი - ბევრი ქართველი მთავრობაში და ასევე კერძო მოქალაქეები - სოლიდარულები არიან უკრაინაში თავიანთი კოლეგების მიმართ,“- აღნიშნა ნედ პრაისმა.

მისი თქმით, აშშ ყველა ქვეყანას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, არამედ მხარი დაუჭირონ უფრო ფართო პრინციპებს, რაც არის წესებზე დაფუძნებული წესრიგი.

"პრინციპი, რაც რუსეთმა დაარღვია 2008 წელს, როდესაც რუსული ძალები შეიჭრნენ საქართველოში, არის იგივე პრინციპი, რასაც ვლადიმერ პუტინი არღვევს დღეს, რომ საზღვრები უნდა იყოს ხელშეუხებელი; რომ დიდი სახელმწიფოები, დიდი ქვეყნები არ უნდა ჩაგრავდნენ პატარა ქვეყნებს, პატარა ერებს. ყველა ეს საკითხი სასწორზეა. ამიტომაც ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ უკრაინა და მხარი დაუჭირონ ამ პრინციპებს,“- განაცხადა პრაისმა.

ინტერპრესნიუსი