"როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა, მამაკაცი გარდაცვლილი იყო" - ვინ იყო უკრაინელ-რუსი მილიარდერი, რომელიც საკუთარ ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინული წარმოშობის რუსი მილიარდერი, მიხაილ უოტფორდი (მიხაილ ტოლსტოშეი) დიდ ბრიტანეთში, სურეიში მდებარე ექსკლუზიურ ვილაში, რომლის ღირებულება 20 მილიონი ევროა, გარდაცვლილი იპოვეს.
66 წლის მილიარდერმა თავისი ქონება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნავთობში და გაზის ბიზნესში მომგებიანი გარიგებებით მოიპოვა. პოლიცია უოტფორდის სიკვდილს "აუხსნელს" უწოდებს.
The Sun-ის ინფორმაციით, ოჯახის მეგობარი ვარაუდობს, რომ უოტფორდის გარდაცვალება შეიძლება უკრაინაში განვითარებულ ბოლოდროინდელ ვითარებასთან იყოს დაკავშირებული.
“ჯერჯერობით არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სიახლოვის გამო, უოტფორდი დასავლეთის სანქციების ობიექტი გახდა“, - წერს გამოცემა.
მას შემდეგ, რაც აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა რუს ოლიგარქებსა და ორმაგ რუს აგენტებს სანქციები დაუწესა, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებამ მათ რიგებში ძალიან დიდი დაძაბულობა გამოიწვია. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქცინირებულ პირებში უოტფორდი არ იყო.
”ჩვენ დაგვირეკეს ორშაბათს, 28 თებერვალს, შუადღისას, მას შემდეგ, რაც მამაკაცის ცხედარი პორტნალ დრაივში აღმოაჩინეს.
როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა, მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი იყო. განაგრძეთ კითხვა