მოიმატებს თუ არა პურზე ფასი? - რას ამბობს "პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე - კვირის პალიტრა

მოიმატებს თუ არა პურზე ფასი? - რას ამბობს "პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე

მა­ი­სამ­დე პურპრო­დუქ­ტებ­ში თა­ვის ტკი­ვი­ლი არ გვექ­ნე­ბა. მა­ი­სამ­დე ქვე­ყა­ნა არის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იმით, რომ პურ­ზე ფასი არ შე­იც­ვლე­ბა და მა­რა­გიც არის, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს "პუ­რის მცხო­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის" თავ­მჯდო­მა­რე მალ­ხაზ დო­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, თუკი ერთი ტო­მა­რა ფქვი­ლის ფასი 70 ლა­რამ­დე გა­იზ­რდე­ბა, პუ­რის ფასს გაძ­ვი­რე­ბა არ მო­უ­წევს, მაგ­რამ თუკი ამ ნიშ­ნულს გა­დას­ცდე­ბა, პუ­რის ფა­სის სტა­ბი­ლუ­რო­ბის მიზ­ნით, სა­ვა­რა­უ­დოდ, მთავ­რო­ბა სუბ­სი­დი­რე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

მალ­ხაზ დო­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ამ დრო­ის­თვის, ხორ­ბლი­სა და ფქვი­ლის 2-3 თვის მა­რა­გია.

"თუ ერთი ტო­მა­რა ფქვი­ლის ფასი და­ახ­ლო­ე­ბით 70 ლა­რამ­დე იქ­ნე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში პუ­რის ფასს გაძ­ვი­რე­ბა არ მო­უ­წევს, მაგ­რამ თუ ამ ნიშ­ნულს გა­დას­ცდა, შემ­დეგ ალ­ბათ, სა­ხელ­მწი­ფო სუბ­სი­დი­რე­ბის პროგ­რა­მა ჩა­ერ­თვე­ბა ან სხვა სი­ტუ­ა­ცია იქ­ნე­ბა.

უფრო ად­ვი­ლია სუბ­სი­დი­რე­ბა ფქვილ­ზე, ან ხორ­ბალ­ზე გა­კეთ­დეს და არა პურ­ზე, იმი­ტომ, რომ პუ­რის და­მამ­ზა­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­ოდ ბევ­რია, და­ახ­ლო­ე­ბით 2400-ზე მეტი. ამი­ტომ პუ­რის სუბ­სი­დი­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­სა­კე­თე­ბე­ლი იქ­ნე­ბა და უფრო ად­ვი­ლია, თუ ფქვილ­ზე გა­კეთ­დე­ბა.

სა­ხელ­მწი­ფომ ხორ­ბლი­სა და ფქვი­ლის შე­მო­ტა­ნა­ზე მო­მუ­შა­ვე კომ­პა­ნი­ებ­ზე გას­ცა და­ვა­ლე­ბა, რომ 2-3 თვის მა­რა­გი ხორ­ბა­ლი უნდა შე­ი­ძი­ნონ. თუ ეს არ იქ­ნე­ბა რუ­სე­თი, შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა. მო­ლა­პა­რა­კე­ბა მი­დის ყა­ზა­ხეთ­თა­ნაც,“ - გა­ნა­ცხა­და მალ­ხაზ დო­ლი­ძემ "მე­დი­ა­ცენ­ტრ მთა­ვარ­ში" გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.