ვლადიმერ ჟირინოვსკი ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს - რას წერს რუსული მედია - კვირის პალიტრა

ვლადიმერ ჟირინოვსკი ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს - რას წერს რუსული მედია

რუ­სე­თის "ლი­ბე­რალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის" ლი­დე­რი, ვლა­დი­მერ ჟი­რი­ნოვ­სკი ხე­ლოვ­ნუ­რი კო­მი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს. ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი სა­ა­გენ­ტო Tacc-ი წერს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ის გონ­ზეა და უკვე ჩარ­თუ­ლია პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. იღებს და ეც­ნო­ბა დო­კუ­მენ­ტებს, რომ­ლებ­საც თა­ნა­შემ­წე­ე­ბი აწ­ვდი­ან.

ცნო­ბის­თვის, 9 თე­ბერ­ვალს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ჟი­რი­ნოვ­სკი კო­ვიდ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბის გამო, მოს­კო­ვის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. კლი­ნი­კა­ში ის 2 თე­ბერ­ვალს მო­ა­თავ­სეს.

მას შემ­დეგ არა­ერ­თხელ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია ჟი­რი­ნოვ­სკის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბის, ასე­ვე მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ყო­ველ ჯერ­ზე მის პარ­ტი­ა­ში ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფ­დნენ და აცხა­დებ­დნენ, რომ პო­ლი­ტი­კო­სის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რი იყო.

წყარო