აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ, G7-თან და ევროკავშირთან ერთად, აპირებს რუსეთისთვის "ყველაზე უპირატესი ერის" სტატუსის გაუქმებას
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ, G7-თან და ევროკავშირთან ერთად, აპირებს რუსეთისთვის "ყველაზე უპირატესი ერის" სტატუსის გაუქმებას, რაც აშშ-ში მუდმივ, ნორმალურ სავაჭრო ურთიერთობებს ითვალისწინებს.
ბაიდენმა თქვა, რომ ეს ნაბიჯი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს „კიდევ უფრო მეტად აგებინებს პასუხს უკრაინის წინააღმდეგ მის აგრესიაზე“.
"თითოეული ჩვენი ქვეყანა გადადგამს ნაბიჯებს, რათა უარი თქვას რუსეთისთვის "ყველაზე უპირატესი ერის“ სტატუსზე. ყველაზე უპირატესი ერის სტატუსი ნიშნავს იმას, რომ ორი ქვეყანა შეთანხმდა ვაჭრობაზე ერთმანეთთან საუკეთესო პირობებით - დაბალი ტარიფები, ვაჭრობის რამდენიმე ბარიერი და მაქსიმალური შესაძლო იმპორტის დაშვება“, - თქვა ბაიდენმა.
"ინტერპრესნიუსი"