"სასწრაფოდ იმოქმედეთ! არ გაწიროთ შვილები სასიკვდილოდ" - კვირის პალიტრა

"სასწრაფოდ იმოქმედეთ! არ გაწიროთ შვილები სასიკვდილოდ"

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი სამხედროების დედებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ იმოქმედონ და თავიანთი შვილები უკრაინაში საომრად არ გაგზავნონ.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა რუს დედას, განსაკუთრებით წვევამდელების დედებს, არ გამოუშვათ თქვენი შვილები სხვის მიწაზე საომრად. არ დაიჯეროთ დაპირებები, რომ თითქოს წვრთნებზე, არასაომარ ვითარებაში აგზავნიან. გადაამოწმეთ, სად არის თქვენი შვილი. თუკი გაგიჩნდებათ მცირე ეჭვი მაინც, რომ მათ უკრაინის წინააღდეგ საომრად აგზავნიან, სასწრაფოდ იმოქმედეთ! არ გაწიროთ ისინი სასიკვდილოდ ან ტყვედ ჩასავარდნად,“ - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.