"არსებობს სანდო ცნობები უკრაინაში რუსეთის მიერ კასეტური ბომბების გამოყენების შესახებ" - კვირის პალიტრა

"არსებობს სანდო ცნობები უკრაინაში რუსეთის მიერ კასეტური ბომბების გამოყენების შესახებ"

გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებით, მიიღეს "სანდო ცნობები" რუსული ძალების მიერ უკრაინის დასახლებულ რაიონებში კასეტური ბომბის გამოიყენების რამდენიმე შემთხვევის შესახებ.

„ფართო არეალზე გავრცელების გამო, კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება დასახლებულ რაიონებში ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებს, რომლებიც არეგულირებს საომარი მოქმედებების წარმოებას. შევახსენებთ რუსეთის ხელისუფლებას, რომ მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმები, ასევე ე.წ. ტერიტორიის დაბომბვა ქალაქებსა და სოფლებში და სხვა სახის ქაოტური თავდასხმები, აკრძალულია საერთაშორისო სამართლის მიხედვით და შეიძლება წარმოადგენდეს ომის დანაშაულს,“- განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის პრესსპიკერმა ლიზ ტროსელმა.

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისს უკრაინაში ათობით დამკვირვებელი ჰყავს. ორგანიზაციის ინფორმაციით, დადასტურებულია, რომ უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 549 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, თუმცა, რეალური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, უფრო მაღალია.