გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის სახმელეთო ჯარების დიდი ნაწილი კიევის ცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრშია - კვირის პალიტრა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის სახმელეთო ჯარების დიდი ნაწილი კიევის ცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრშია

რუსეთის სახმელეთო ჯარების დიდი ნაწილი ამჟამად უკრაინის დედაქალაქ კიევის ცენტრიდან დაახლოებით 25 კილომეტრშია.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის უკანასკნელი მონაცემებით, სწორედ აქ მიდის ინტენსიური ბრძოლები უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ოკუპანტებს შორის. მათივე ცნობით, კიევის ჩრდილოეთით არსებული რუსული ჯარის ნაწილი ახლა დაშლილია.

ინგლისის თავდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ისინი, დიდი ალბათობით, კიევის ალყაში მოქცევის ოპერაციაში აპირებენ მონაწილეობის მიღებას.

„ეს ასევე შეიძლება იყოს რუსეთის მცდელობა, შეამციროს მისი დაუცველობა უკრაინის კონტრშეტევების მიმართ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რუსეთის ძალებს,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება დანარჩენ საკვანძო ქალაქებს, ხარკოვი, ჩერნიგოვი, სუმი, მარიუპოლი რუსული ძალის ალყაში რჩებიან.