ვინ არის ფრანგული წარმოშობის კანადელი სნაიპერი, რომელიც რუსების წინააღმდეგ იბრძოლებს
ნანგრევებად ქცეული ქალაქები, დამწვარი მანქანები, ქუჩაში ადამიანების ცხედრები, განგაშის სიგნალის ფონზე უმძიმესი კადრები, სარდაფებს შეფარებული ბავშვების შეშინებული თვალები და უმწეობის უმძიმესი განცდა - ორ კვირაზე მეტია ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობა გახდა.
თუმცა, არ გვტოვებს იმის მოლოდინი, რომ უთანასწორო ბრძოლაში ჩართული გმირი უკრაინელი ხალხი წინ წაიწევს ერთი ან თუნდაც ნახევარი ნაბიჯით, სადმე ოკუპანტების ალყას გაარღვევს, "მწვანე დერეფანი" ამოქმედდება და მოსახლეობა სამშვიდობოს გასვლას შეძლებს; დემორალიზებულ, მოუმზადებელ და დაბნეულ რუს სამხედროებს უკრაინელები ლოკალურ ბრძოლებს მოუგებენ...
ალბათ არავის ტოვებს იმის განცდა, რომ ეს მხოლოდ უკრაინის ომი არ არის, შესაბამისად, ქართველი საზოგადოების უმეტესი ნაწილი მუდმივად ეცნობა უკრაინის ომზე ზღვა ინფორმაციას (ზოგჯერ ყალბსაც), მათ გადაადგილებაზე, მოხალისეების ჩართვაზე, საერთაშორისო მხარდაჭერაზე.
ამიტომაც, სულაც არ არის გასაკვირი, რომ უკრაინაში ჩასული კანადელი სნაიპერის მიმართ ასეთი დიდი ინტერესი გაჩნდა.
გამოცემა La Presse -ის ცნობით, სნაიპერი, რომლის ფსევდონიმია "ვოლი". ადრე კანადის შეიარაღებული ძალების სამეფო პოლკში ირიცხებოდა. ახლა ის, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად უკრაინაში ჩავიდა. კანადელ სნაიპერს საკმაოდ მდიდარი სამხედრო წარსული აქვს - მან გამოცდილება სირიაში ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლისას, ასევე ერაყსა და ავღანეთში მიიღო.
მისივე თქმით, დანგრეული და დაცხრილული უკრაინული ქალაქებისა და დახოცილი მშვიდობიანი მოსახლეობის ნახვამ უბიძგა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ებრძოლა და უკრაინაში "ინტერნაციონალური ლეგიონის" წევრი გამხდარიყო.
კანადის შეიარაღებული ძალების ყოფილ სამხედრო 22-ე სამეფო პოლკში მსახურობდა. ამ ეტაპზე, მედიისთვის ცნობილია მხოლოდ მისი საბრძოლო სახელი და მის მიერ განვლილი გზა.
"2015 წელს, "ვოლი" დამოუკიდებლად ჩავიდა და მონაწილეობდა ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. 40 წლის მამაკაცის მხრებზეა ორი მისია, რომელიც მან 2009 და 2011 წლებში ავღანეთში გაიარა. "ვოლი" მაშინ კანადის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.
ყოფილი სამხედრო უკრაინაში სამხედრო არსენალის გარეშე ჩავიდა, თუმცა ითქვა, რომ მას ზურგჩანთაში აქვს აირწინაღი, სპეციალური ფორმა, რომელსაც სნაიპერები იცვამენ, ოპტიკური ხელსაწყო და სამხედრო ქურთუკი, რომელსაც ის ავღანეთში ყოფნისას იყენებდა" - წერს გამოცემა glavcom.ua. (გაგრძელება)