"ბელარუსები მშიშრები არ არიან - ისინი უბრალოდ საღად ფიქრობენ: რატომ უნდა იჩხუბონ მეზობელთან, რომელსაც ძმად თვლიან, მელოტი კრემლის ჯუჯის ახირებულობის გამო?" - კვირის პალიტრა

"ბელარუსები მშიშრები არ არიან - ისინი უბრალოდ საღად ფიქრობენ: რატომ უნდა იჩხუბონ მეზობელთან, რომელსაც ძმად თვლიან, მელოტი კრემლის ჯუჯის ახირებულობის გამო?"

პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩს განცხადებით, ბელარუსის არმია უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომში მონაწილეობას პრინციპული პოზიციის გამო არ მიიღებს.

„ბრალოდ ბელარუსები ჭკვიანი ხალხია და რაციონალურ არჩევანს აკეთებს", - თქვა მან.

არესტოვიჩმა დასძინა, რომ ბელარუსის არმიაში 45 ათასი ადამიანია, აქედან საბრძოლო მზადყოფნაში ყველაზე ოპტიმისტური შეფასებით, არაუმეტეს 17 ათასი მებრძოლია, სინამდვილეში კი საბრძოლო მზადყოფნაში 5-7 ათასი ჯარისკაცია.

,,ვიტებსკის 103-ე სადესანტო ბრიგადა ყველაზე მეტად არის საბრძოლ მზადყოფნაში, რომელიც ბელარუსის საზღვარზე მდებარეობს. ბელარუსები არ არიან მშიშრები. ისინი უბრალოდ საღად ფიქრობენ: რატომ უნდა მოკვდნენ და იჩხუბონ მეზობელთან, რომელსაც ლამის ძმად თვლიან, მელოტი კრემლის ჯუჯის ახირებულობის გამო?“ – აღნიშნა არესტოვიჩმა.

მისივე განცხადებით, თუ ბელარუსის არმია მაინც მიიღებს ბრძოლის ბრძანებას, ისინი გადაკვეთენ საზღვარს, მაგრამ არ იბრძოლებენ ან მათ მხარეს გადავლენ და ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებენ.

„მაშინაც კი თუკი მართლა იბრძოლებენ, განალაგებენ ტაქტიკური ჯგუფის 5 ბატალიონს. ეს პრაქტიკულად არაფერია, თანამედროვე მოცულობის გათვალისწინებით", - განაცხადა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

ამასთან, 11 მარტს, რუსი სამხედროები თავს დაესხნენ ბელარუსის ტერიტორიას უკრაინის საზღვართან ახლოს.