"ქართველებო, ნუ დაიღლით თავს ბოღმის ნთხევით... შემოგევლოთ რუსეთი" - რუსეთში მოღვაწე ქართველები "ინსტაგრამს" ემშვიდობებიან - კვირის პალიტრა

"ქართველებო, ნუ დაიღლით თავს ბოღმის ნთხევით... შემოგევლოთ რუსეთი" - რუსეთში მოღვაწე ქართველები "ინსტაგრამს" ემშვიდობებიან

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის შემ­დეგ ქვე­ყა­ნას მსოფ­ლი­ომ იმ­დე­ნი სან­ქცია და­უ­წე­სა, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად რამ­დე­ნი­მე უცხო­უ­რი ბრენ­დი ტო­ვებს რუ­სულ ბა­ზარს. "მაკ­დო­ნალდსი­სა" და "ქე­ი­ეფ­სის" ქვეყ­ნი­დან გას­ვლის ტკი­ვი­ლი ჯერ არ მო­ე­ნე­ლე­ბი­ნათ და ამ­ჯე­რად აკ­რძალ­ვე­ბი სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მთავ­რო­ბამ და­უ­წე­სა. 14 მარტს 00:00 სა­ათ­ზე რუ­სეთ­ში "ინ­სტაგ­რა­მი" და­იბ­ლო­კე­ბა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა "როს­კომ­ნად­ზორ­მა" მი­ი­ღო. მა­ნამ­დე ხალ­ხს მის­ცეს უფ­ლე­ბა, ფო­ტო­ე­ბი ჩა­მოტვირ­თონ და შე­ი­ნა­ხონ.

რო­გორც კი ახა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი, რუსი ვარ­სკვლა­ვე­ბი და ინფლუ­ენ­სე­რე­ბი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბის ძი­ე­ბას შე­უდ­გნენ. ჩვენ უკვე ვწერ­დით, რომ თინა კან­დე­ლაკ­მა და ქეთა თო­ფუ­რი­ამ "ინ­სტაგ­რა­მის" მიმ­დევ­რებს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ არ­ხად "ვკონ­ტაქ­ტე" და "ად­ნაკ­ლას­ნი­კი", ასე­ვე "ტე­ლეგ­რა­მის" არხი შეს­თა­ვა­ზეს.

მას შემ­დეგ, რაც რუ­სულ­მა "როს­კომ­ნად­ზორ­მა" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის ზუს­ტი დრო და­ა­სა­ხე­ლა, რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­აქ­ტი­ურ­დნენ.

"ინ­სტაგ­რა­მის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დებ­ზე მათ რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი­ა­ნი აუ­დი­ტო­რია ჰყავთ, რომ­ლის და­კარ­გვაც ცხა­დია, არ უღირთ. ისი­ნი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დებ­დნენ სთო­რებს, პოს­ტებს, რომ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა ამ­ჯე­რად "ვკონ­ტაქ­ტე­ზე" ან "ად­ნაკ­ლას­ნიკ­ზე" მო­უ­წევ­დათ. ქარ­თვე­ლი აუ­დი­ტო­რია კი მათი მი­სა­მარ­თით სა­ლან­ძღავ კო­მენ­ტა­რებს არ იშუ­რებ­და...

რო­გორც ჩანს, ამ ფაქ­ტმა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­ა­ღი­ზი­ა­ნა ფო­ტო­მო­დე­ლი და ინფლუ­ენ­სე­რი მიმი შე­ლია. ის წლე­ბია, რაც რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს, ქეთა თო­ფუ­რი­ას ახლო მე­გო­ბა­რი და ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ას ყო­ფი­ლი ცო­ლია. რამ­დე­ნი­მე თვის წინ კი მი­ლი­არ­დერ იგორ ნეკ­ლი­უ­დო­ვის შვი­ლიშ­ვილ­ზე, გრი­შა მა­მუ­რინ­ზე იქორ­წი­ნა. მი­მიმ "ინ­სტაგ­რა­მის" სთო­რი­ში იმ ქარ­თვე­ლებს მი­მარ­თა, რომ­ლებ­მაც მის მი­მართ სა­ლან­ძღა­ვი და დამ­ცი­ნა­ვი კო­მენ­ტა­რე­ბი და­წე­რეს.

მიმი შე­ლია:

"ჩემი "უკე­თილ­შო­ბი­ლე­სო" ქარ­თვე­ლო კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლე­ბო. ტყუ­ი­ლად ნუ და­იღ­ლით თავს ჩემი მი­სა­მარ­თით ბოღ­მის ნთხე­ვით. შე­მო­გევ­ლოთ თქვენ სრუ­ლი­ად რუ­სე­თი. რომ მწერთ, იხუ­რე­ბა ინ­სტაგ­რა­მი და რით რე­ა­ლიზ­დე­ბიო, მე უკვე რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ვარ ყვე­ლა ას­პექ­ტში, თქვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით. ნუ ნერ­ვი­უ­ლობთ, პოს­ტე­ბი მექ­ნე­ბა ხვალ, ზეგ და უსას­რუ­ლოდ, აქ ამ პლატ­ფორ­მა­ზე. უსურ­ვეთ ყვე­ლას სი­კე­თე და იგი­ვე სი­ხა­რულ­ში და ბედ­ნი­ე­რე­ბა­ში იქ­ნე­ბით აწ და მა­რა­დის". (გაგრძელება)