უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო თავდასხმის განგაშის ხმა ისმის
საჰაერო თავდასხმის სიგნალი უკრაინის რამდენიმე რეგიონში ისმის - ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო Ukrinform ავრცელებს.
მათი თქმით, განგაშის ხმა ისმის დედაქალაქ კიევის დასავლეთით, ჟიტომირში, ასევე დასავლეთით ტერნოპოლის, რივნესა და ივანო-ფრანკოვსკის რაიონებში.
სიგნალები ასევე ამოქმედდა ვოლინის რაიონსა და კრამატორსკში.
"ინტერპრესნიუსი"