"არ შე­მეძ­ლო ისე მე­ცხოვ­რა, რომ სხვი­სი დარ­დისა და გან­საც­დე­ლის­თვის თვა­ლი ამე­რი­დე­ბი­ნა" - რას წერს ალეკო ელისაშვილი - კვირის პალიტრა

"არ შე­მეძ­ლო ისე მე­ცხოვ­რა, რომ სხვი­სი დარ­დისა და გან­საც­დე­ლის­თვის თვა­ლი ამე­რი­დე­ბი­ნა" - რას წერს ალეკო ელისაშვილი

პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დე­რის, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, იგი უკ­რა­ი­ნა­ში მო­ხა­ლი­სე მებ­რძოლ­თა უცხო­ურ ლე­გი­ონს შე­უ­ერ­თდა. ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კო­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"არა­სო­დეს გულ­გრი­ლი არ ვყო­ფილ­ვარ. არ შე­მეძ­ლო ისე მე­ცხოვ­რა, რომ სხვი­სი დარ­დი და გან­საც­დე­ლის­თვის თვა­ლი ამე­რი­დე­ბი­ნა. ახლა უკ­რა­ი­ნა, ჩვე­ნი ჭი­რის და ლხი­ნის თა­ნა­ზი­ა­რი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი გან­საც­დელ­ში არი­ან. იბ­რძვი­ან ჩვე­ნი სა­ერ­თო მტრის წი­ნა­აღ­მდეგ. ამ ბრძო­ლის შო­რი­დან ყუ­რე­ბა არ შე­მეძ­ლო. ამი­ტო­მაც აქ ვარ, უკ­რა­ი­ნა­ში. მო­ხა­ლი­სე მებ­რძოლ­თა უცხო­ურ ლე­გი­ონ­ში.

მტე­რი უნდა და­ვა­მარ­ცხოთ.

დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას! დი­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს!" - წერს ელი­საშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში".