საფრანგეთში აქტივისტებმა ვლადიმერ პუტინის ყოფილი სიძის ვილა დაიკავეს, სადაც უკრაინელი ლტოლვილების დასახლებას გეგმავენ - კვირის პალიტრა

საფრანგეთში აქტივისტებმა ვლადიმერ პუტინის ყოფილი სიძის ვილა დაიკავეს, სადაც უკრაინელი ლტოლვილების დასახლებას გეგმავენ

საფრანგეთში აქტივისტებმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყოფილი სიძის ვილა დაიკავეს. აქტივისტების განცხადებით, ისინი ზღვისპირა ქალაქ ბიარიცში მდება ვილაში უკრაინელი ლტოლვილების დასახლებას გეგმავენ.

ვიდეოში ჩანს აქტივისტი, რომელიც აივანზე უკრაინის დროშას აფრიალებს, მას ასევე თანდართული აქვს ტექსტი ფრანგულად და უკრაინულად: „გამარჯვება ბიარიცში - პუტინის სასახლე აღებულია და ახლა სახალხო სასახლე მზადაა პუტინის რეჟიმის ლტოლვილების მისაღებად“.

ერთ-ერთი აქტივისტის თქმით, ვილის შემოწმებისას იქ პუტინის ყოფილი სიძის კირილ შამალოვისა და პუტინთან დაახლოვებული ოლიგარქის გენადი ტიმჩენკოს კუთვნილი დოკუმენტები აღმოჩნდა.

კიდევ ერთი აქტივისტის განცხადებით, ისინი საფრანგეთის ხელისუფლებას აღნიშნული ვილის თავშესაფრად გამოყენებას შესთავაზებენ, რადგან ის იმდენად დიდია, რომ ათეულობით ლტოლვის შეფარებას შეძლებს.

ინტერპრესნიუსი