კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად თვითმფრინავების მწარმოებელი ქარხანა "ანტონოვი“ დაბომბეს, არიან გარდაცვლილები - კვირის პალიტრა

კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად თვითმფრინავების მწარმოებელი ქარხანა "ანტონოვი“ დაბომბეს, არიან გარდაცვლილები

კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად თვითმფრინავების მწარმოებელი ქარხანა "ანტონოვი“დაიბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ორი ადამიანი, 7 კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე მუშაობენ სამაშველო ეკიპაჟები და ექიმები, შენობიდან 70-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ინტერპრესნიუსი