"მათთვის, ვისაც ეშინია არ იყოს ჩართული მესამე მსოფლიო ომში - უკრაინა წარმატებით იბრძვის - დაეხმარეთ უკრაინას პუტინს მარცხი განაცდევინოს და თავიდან აიცილებთ უფრო ფართომასშტაბიან ომს" - კვირის პალიტრა

"მათთვის, ვისაც ეშინია არ იყოს ჩართული მესამე მსოფლიო ომში - უკრაინა წარმატებით იბრძვის - დაეხმარეთ უკრაინას პუტინს მარცხი განაცდევინოს და თავიდან აიცილებთ უფრო ფართომასშტაბიან ომს"

მათთვის, ვისაც ეშინია არ იყოს ჩართული მესამე მსოფლიო ომში - უკრაინა წარმატებით იბრძვის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ტვიტერზე“ განაცხადა.

მან დასავლეთის ქვეყნებს უკრაინის საჭირო იარაღით მომარაგებისა და მეტი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

„მათთვის, ვისაც ეშინია არ იყოს ჩართული მესამე მსოფლიო ომში - უკრაინა წარმატებით იბრძვის. ჩვენ გვჭირდება, რომ ბრძოლაში დაგვეხმაროთ. მოგვაწოდოთ ყველა საჭირო იარაღი. დაუწესოთ რუსეთს მეტი სანქციები და სრულ იზოლაციაში მოაქციოთ. დაეხმარეთ უკრაინას პუტინს მარცხი განაცდევინოს და თავიდან აიცილებთ უფრო ფართომასშტაბიან ომს,“- განაცხადა კულებამ.

IPN