"პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა იყო ორივე - შინაარსიანიც და მნიშვნელოვანიც" - კვირის პალიტრა

"პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა იყო ორივე - შინაარსიანიც და მნიშვნელოვანიც"

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა შინაარსიანი და მნიშვნელოვანი იყო.

ჰარცელის განცხადებით, ის ელის, რა სახის დისკუსია და გამოხმაურება მოჰყვება მის ამ განცხადებებს.

„პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა იყო ორივე - შინაარსიანიც და მნიშვნელოვანიც. ველი, რა რეაქცია მოჰყვება ამას და რა სახის დისკუსია დაიწყება საქართველოში მომავალ დღეებში,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.