თბილისში, გოგოლაურის ქუჩაზე 4 ადამიანის დაჭრის ფაქტზე 2 პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

თბილისში, გოგოლაურის ქუჩაზე 4 ადამიანის დაჭრის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, გოგოლაურის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაში მონაწილე 2 პირი დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ცნობისთვის, თბილისში, გოგოლაურის ქუჩაზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ, 4 ადამიანია დაჭრილი. „რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, დაჭრილი პირებიდან 3 ძმაა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.