"უკრაინელებს სჭირდებათ მშვიდობა ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის უსაფრთხოების გარანტიებით" - კვირის პალიტრა

"უკრაინელებს სჭირდებათ მშვიდობა ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის უსაფრთხოების გარანტიებით"

უკრაინელებს სჭირდებათ მშვიდობა ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის უსაფრთხოების გარანტიებით , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყანას გამბედაობით იცავენ.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელებს არ აქვთ მოდუნების უფლება, რადგან რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ემზადებოდა ომისთვის, აგროვებდა მნიშვნელოვან სამხედრო რესურსს ბოროტების გულისთვის, მეზობლების დაპყრობისა და უკრაინისა და ევროპის განადგურების მიზნით.

"ამიტომ, თქვენ უნდა გაუძლოთ, უნდა იბრძოლოთ იმისათვის, რომ გაიმარჯვოთ, ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი ხალხისთვის “, - აღნიშნა ზელენსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"