ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხშაბათს აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართავს - კვირის პალიტრა

ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხშაბათს აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართავს

ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხშაბათს აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართავს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა ონლაინ რეჟიმში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა და პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ამერიკელ პოლიტიკოსებს ერთობლივი წერილით მიმართეს.

"კონგრესი უკრაინის მხარდაჭერის საკითხში ურყევი რჩება, რადგან ისინი პუტინის ბოროტ და ეშმაკურ აგრესიას აწყდებიან და კონგრესი რუსეთის ეკონომიკის იზოლირებისა და დაზიანებისთვის მიიღებს შესაბამის კანონმდებლობას. ასევე მოხდება უკრაინის ჰუმანიტარული, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური დახმარების აღმოჩენა“, - აღნიშნულია ერთობლივ წერილში.

"ინტერპრესნიუსი"