"პუტინის ომი დღითიდღე უარესდება, ვოლოდიმირ ზელენსკის სანქციების მეოთხე პაკეტზე მივაწოდე ინფორმაცია" - რას აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი? - კვირის პალიტრა

"პუტინის ომი დღითიდღე უარესდება, ვოლოდიმირ ზელენსკის სანქციების მეოთხე პაკეტზე მივაწოდე ინფორმაცია" - რას აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი?

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სანქციების მეოთხე პაკეტის შესახებ ესაუბრა.

ამის შესახებ ლაიენმა "ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.

"პუტინის ომი დღითიდღე უარესდება. ახლახანს მივაწოდე ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის სანქციების მეოთხე პაკეტზე. ევროკავშირი დგას უკრაინის გვერდით“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მისივე თქმით, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა უკრაინას, რომელსაც 1.2 მილიარდი ევრო გადასცა მაკროდაფინანსების სახით, ხოლო 500 მილიონი ევრო ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

"ინტერპრესნიუსი"