ვლადიმერ პუტინმა დუმას ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ორმაგ მოქალაქეობაზე შეთანხმების რატიფიცირებისთვის კანონპროექტი წარუდგინა - კვირის პალიტრა

ვლადიმერ პუტინმა დუმას ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ორმაგ მოქალაქეობაზე შეთანხმების რატიფიცირებისთვის კანონპროექტი წარუდგინა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროში, დუმაში რატიფიცირებისთვის წარადგინა შეთანხმება, რომელიც ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის "მოქალაქეებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას ითვალისწინებს.

საუბარია დოკუმენტზე, რომელსაც ხელი 2021 წელს მოეწერა.

ამ დოკუმენტით, მოქალაქეებს შეუძლიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება არსებული მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე.

დოკუმენტის თანახმად, პირი, რომელიც ე.წ. ორმაგ მოქალაქეობას მიიღებს, სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, სამედიცინო მომსახურების უფლება ექნება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომელშიც მუდმივად იცხოვრებს. ეს ნორმა ვრცელდება, ასევე, სამხედრო სამსახურის გავლაზე.

რატიფიცირების შემთხვევაში, დოკუმენტი ხუთი წლის ვადით იმოქმედებს და ის ავტომატურად გაგრძელდება, ვიდრე რომელიმე მხარე მისი შეწყვეტის სურვილს არ გამოთქვამს.

"ინტერპრესნიუსი"