რატომ შეწყდა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირი ტრანსლაცია? - კვირის პალიტრა

რატომ შეწყდა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირი ტრანსლაცია?

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირი ტრანსლაცია შეწყდა მას შემდეგ, რაც ეთერში ბანერი წარწერით: "არა ომს, შეაჩერე ომი" გამოჩნდა.

როგორც BBC წერს, რუსეთში ფართოდ გავრცელებულ კადრებში, რომელიც მათ შორის სოციალური მედიის აპლიკაცია Telegram-ში გავრცელდა, პირველი არხის საინფორმაციო გადაცემა Vremya-ს დროს, ქალი ეთერში წამყვანის უკანა ფონზე ბანერით შედის .

"არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ გატყუებენ, რუსები ომის წინააღმდეგ", - წერია მის პლაკატზე.

მედიის ცნობით, პროტესტის მონაწილე, სახელად მარინა ოვსიანიკოვა, გავრცელებული ინფორმაციით, მაუწყებლის თანამშრომელია.

"ინტერპრესნიუსი"