"სავარაუდოდ, მსხვერპლი იქნება, ისეთი აფეთქებები იყო. ესაა რუსის ბუნება" - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი - კვირის პალიტრა

"სავარაუდოდ, მსხვერპლი იქნება, ისეთი აფეთქებები იყო. ესაა რუსის ბუნება" - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი

"დილის 5 საათზე ორი ძლიერი აფეთქება იყო კიევში" - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც უკრაინაში იმყოფება და რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, სოციალურ ქსელში წერს. ყოფილი მინისტრის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

დილის 5 საათზე ორი ძლიერი აფეთქება იყო კიევში. აშკარად "точка у" ან "искандер"-ის ტიპის რაკეტები ესროლეს ქალაქს. სავარაუდოდ, მსხვერპლი იქნება, ისეთი აფეთქებები იყო. ესაა რუსის ბუნება, ორი დღეა მოლაპარაკებები მიდის და მაინც ესე იქცევიან. მერე დაგიწყებენ მძინარე ცხინვალი დაბომბეს ქართველებმაო.