"მშვენიერ მარინა ოვსიანიკოვას ჯერ კიდევ ვერ ვპოულობთ" - კვირის პალიტრა

"მშვენიერ მარინა ოვსიანიკოვას ჯერ კიდევ ვერ ვპოულობთ"

მარინა ოვსიანიკოვას ვერ ვპოულობ, - ამის შესახებ რუსეთის „პირველი არხის“ რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას ადვოკატი დანიილ ბერმანი სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ წერს.

„მშვენიერ მარინა ოვსიანიკოვას ჯერ კიდევ ვერ ვპოულობთ. აქციის შემდეგ ის „ოსტანკინოს“ ტელეცენტრის მორიგე განყოფილებაში ჰყავდათ. ვერ შევამჩნიე, ის იქედან როგორ გამოიყვანეს - მარინა ან ისევ შიგნით იმყოფება, ან არა. დღეს რომელიღაც მაღალ კაბინეტებში „შუქი არ ანთია“, რადგან გადაწყვეტილებები მიიღება, უფრო სწორად, ეს გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია და მხოლოდ დეტალების განხილვა მიმდინარეობს. მათ შეშინება სურთ, თანაც ძლიერად. ახლა ვცდილობ დავაკვირდე ტელეცენტრთან არსებულ მდგომარეობას, შემდეგ კი ვიმორიგევებ ყველა სასამართლოში, სადაც მისი დაკავება შეუძლიათ სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული მუხლით. მარინას მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, ამიტომ მისი დაკავება ადმინისტრაციული წესით შეუძლებელია, მაგრამ წესები აღარ არსებობს, ამიტომ ესეც შესაძლებელია. მშვიდობა თქვენს სახლს!“, - წერს დაკავებული მარინა ოვსიანიკოვას ადვოკატი, დანიილ ბერმანი.

გუშინ ოვსიანიკოვამ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო ბანერით ხელში გამოჩნდა, რითაც უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედებები და „პირველი არხის“ კრემლისტური პროპაგანდა გააკრიტიკა.

IPN