უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელებმა 13 500 რუსი ჯარისკაცი მოკლეს - კვირის პალიტრა

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელებმა 13 500 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინამ მის ტერიტორიაზე მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომისას 13 500 რუსი ჯარისკაცი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 1279 ბრონირებული მანქანა და 404 ტანკი გაანადგურა.

გენშტაბის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე მათ ასევე გაანადგურეს:

640 -სატრანსპორტო საშუალება;

81 - თვითმფრინავი;

150 - საარტილერიო სისტემა;

60 - საწვავი და საპოხი მასალის ცისტერნა;

95 - ვერტმფრენი;

36 - საჰაერო თავდაცვის სისტემა;

9 - უპილოტო საფრენი აპარატი;

3 - გემი და კატერი;

64 - ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა.

ინტერპრესნიუსი