პუტინის რეჟიმის მიერ შედგენილი "შავი სიები" - მომღერლების ნაწილს კონცერტებში მონაწილეობა, ნაწილს კი სცენაზე ომის ხსენება აეკრძალა - კვირის პალიტრა

პუტინის რეჟიმის მიერ შედგენილი "შავი სიები" - მომღერლების ნაწილს კონცერტებში მონაწილეობა, ნაწილს კი სცენაზე ომის ხსენება აეკრძალა

ჯერ კი­დევ ერთი კვი­რის წინ ვწერ­დით, რომ რუ­სეთ­ში და­ი­წყეს შავი სი­ე­ბის შედ­გე­ნა. მათ­ში შეჰ­ყავთ ის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მიერ და­წყე­ბულ ომს "სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია“ არ უწო­დეს.

რუ­სულ მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ხე­ლო­ვან­თა სია და სპე­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტრაქ­ტი, რო­მელ­ზე ხე­ლის მო­წე­რის შემ­თხვე­ვა­ში, მათ უფ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბათ სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლის დროს, "სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია“ რა­ი­მე ფორ­მით ახ­სე­ნონ.

რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკვე აღარ მა­ლავს, რომ რუ­სეთ­ში უკ­რა­ი­ნე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის კონ­ცერ­ტე­ბი და სიმ­ღე­რე­ბი აიკ­რძა­ლა. აკ­რძალ­ვე­ბი შე­ე­ხოთ ომის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე რუს ვარ­სკვლა­ვებ­საც.

აკ­რძალ­ვებს ღიად არა­ვინ აპ­რო­ტეს­ტებს, რად­გან ეში­ნი­ათ, რომ ხვალ და­ა­კა­ვე­ბენ და მათ და ასე­ვე მათი ოჯა­ხის წევ­რებს საფრ­თხე შე­ექ­მნე­ბათ. მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას, ერთ-ერთი რუსი პრო­დი­უ­სე­რი ანო­ნი­მუ­რად ყოფ­ნას ამ­ჯო­ბი­ნებს და ამ­ბობს, რომ მათ უკვე შე­ექ­მნათ პრობ­ლე­მე­ბი ე.წ. მტრის ვარ­სკვლა­ვე­ბის კონ­ცერ­ტებ­ში ჩას­მა­ზე. ესე­ნი სწო­რედ ის რუსი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი არი­ან, ვი­საც პუ­ტი­ნის მიერ და­წყე­ბუ­ლი ომი არ მოს­წონთ.

momgerlebi-1647336785.jpg

პრო­დი­უ­სე­რი ამ­ბობს, რომ გა­სულ შა­ბათ-კვი­რას ისი­ნი დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერთ ბარ­ში კონ­ცერ­ტის­თვის ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ, რომ­ლის და­წყე­ბამ­დეც, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა მის­ცეს მუ­სი­კო­სე­ბის სია, რო­მელ­თაც უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ სცე­ნა­ზე ემ­ღე­რათ.

momgerlebi2-1647336785.jpg

სი­ა­ში იყ­ვნენ: ვა­ლე­რი მე­ლა­ძე, მაქ­სიმ გალ­კი­ნი, ბო­რის გრე­ბენ­ში­კო­ვი, სვეტ­ლა­ნა ლო­ბო­და, ვერა ბრეჟნე­ვა, მო­ნა­ტი­კი, ოკე­ან ელზი და სხვე­ბი. (გაგრძელება)